LIVE

მაკენზი სკოტის წილი Amazon.com-ში 2,5 მილიონი აქციით შემცირდა

30 იან 202215:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 688
მაკენზი სკოტის წილი Amazon.com-ში 2,5 მილიონი აქციით შემცირდა
Getty Images

მაკენზი სკოტის წილი Amazon.com-ში გასულ წელს 2,5 მილიონი აქციით შემცირდა. მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესმა ქალმა ქველმოქმედების ტემპით რეკორდები დაამყარა.

აქციების ღირებულება Amazon-ის აქციების საშუალო ფასის მიხედვით $8,5 მილიარდ შეადგენს. მარეგულირებელი დოკუმენტის მიხედვით, სკოტი კომპანიაში ჯერ კიდევ ფლობს 14,9 მილიონ აქციას. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ჯეფ ბეზოსის ქონება, მათ შორის აქციები, რომლებიც სკოტმა 2019 წელს განქორწინების შემდეგ მიიღო და რომლებზეც ბეზოსი ხმის უფლებას ინარჩუნებს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, სკოტის ქონება ამჟამად $48,3 მილიარდს შეადგენს. ციფრი უფრო დიდი იქნებოდა, თუმცა განქორწინების შემდეგ სკოტმა აშშ-ს ასობით საქველმოქმედო ორგანიზაციას $8,6 მილიარდზე მეტი შესწირა.

სკოტი დონაციების შესახებ ბლოგ პოსტებში აცხადებს, სადაც ხსნის მის მოტივებსა და შეშფოთებას საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის გამო. 2021 წელს მან ქველმოქმედების სახით მინიმუმ $2,7 მილიარდი გასცა. დეკემბრის პოსტში სკოტმა გაღებული დონაციების საიდუმლოდ დატოვება აირჩია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტომ მალოუნი და სოფი ალექსანდერი