LIVE

იაპონია Covid შემთხვევების დადასტურებას ტესტირების გარეშე იწყებს

25 იან 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 699
იაპონია Covid შემთხვევების დადასტურებას ტესტირების გარეშე იწყებს
Bloomberg

იაპონიაში Covid-19-ით ინფიცირებულის სტატუსისთვის, შესაძლოა, Covid ტესტის პასუხი საჭირო აღარ იყოს. ომიკრონის ტალღა ქვეყნის ჯანდაცვის რესურსებს მძიმედ აწვება, რაც მთავრობას გამოსავლის მოძებნას აიძულებს.

ადამიანები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ Covid პაციენტებთან და შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდათ შესაძლებელია ინფიცირებულებად ჩაითვალონ. მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ვაქცინირებულ პაციენტებს, რომლებიც 40 წელს ქვემოთ არიან და არ არიან მაღალი რისკის ჯგუფებში, შეუძლიათ სახლში გაიკეთონ ტესტი ინფექციის დასადასტურებლად. ასეთი პაციენტები მონიტორინგის ცენტრებს მიმართავენ, რომლებიც გამოჯანმრთელებამდე დააკვირდებიან მათ.

პანდემიის უახლესი ტალღა ქვეყანაში ტესტების დეფიციტს ქმნის და ვირუსის მართვის პროტოკოლში ცვლილებებს იწვევს. იაპონიაში ინფიცირების შემთხვევები ორშაბათს 40,000-მდე გაიზარდა.

იაპონია კვლავ მოითხოვს 10-დღიან საკარანტინო პერიოდს მათთვის, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა კოვიდ პაციენტთან. რეგიონის ლიდერები სკეპტიკურად არიან განწყობილი ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიმართ, რომელიც პირველ რიგში ბარებისა და რესტორნების სამუშაო საათებს ზღუდავს. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ არსებეული ზომები პანდემიის მიმდინარე ტალღის შერბილებას შეძლებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კანოკო მაცუიამა