LIVE

Netflix-ის საბაზრო ღირებულება $130 მილიარდით შემცირდა

24 იან 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
Netflix-ის საბაზრო ღირებულება $130 მილიარდით შემცირდა
Bloomberg

Netflix-ის აქციების ფასი პარასკევს 25%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ონლაინ პლატფორმამ 2015 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი წლიური ზრდა დააფიქსირა. სტრიმინგ სერვისის პლატფორმა ასევე პროგნოზირებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის ყველაზე ცუდი დასაწყისი ექნება. Netflix-ის აქციები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 43%-ით დაეცა, ხოლო საბაზრო ღირებულებიდან $130 მილიარდი დაკარგა.

თუმცა, აქციების ყოველდღიური რყევები ბევრს არაფერს ნიშნავს. Netflix-მა ყველა დროის პიკს ნოემბრის დასაწყისში Squid Game-ის პოპულარობის ფაზაში მიაღწია.

კომპანიამ 2021 წლის ბოლო სამ თვეში ახალი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების სტაბილური ნაკადის წყალობით 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი მიიზიდა. პლატფორმამ პოპულარული შოუები ინგლისურ, ესპანურ, კორეულ და დანიურ ენებზე გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ Netflix-ის მომხმარებლების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში დაახლოებით 26 მილიონით იზრდებოდა. გასულ წელს პლატფორმამ მხოლოდ 18 მილიონი ახალი მომხმარებელი შეიძინა, 2022 წლისთვის კი კიდევ უფრო ნაკლებს პროგნოზირებს, რაც კომპანიის მიმართ ოპტიმისტურ განწყობებს ამცირებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ