LIVE

მასკის კომპანია ადამიანის ტვინში ჩიპის მოთავსებას უახლოვდება

21 იან 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2549
მასკის კომპანია ადამიანის ტვინში ჩიპის მოთავსებას უახლოვდება
Bloomberg

ილონ მასკის ტვინის იმპლანტების კომპანია Neuralink-ი კლინიკური კვლევების დირექტორს ქირაობს. ნაბიჯი მიუთითებს, რომ კომპანია დიდი ხნის მიზანს, ადამიანის ტვინში ჩიპების ჩანერგვას, უახლოვდება.

Neuralink-ის ტვინის იმპლანტი, როგორც მასკი ამბობს, უკვე საშუალებას აძლევს მაიმუნებს მხოლოდ ფიქრებით ითამაშონ ვიდეო თამაშები. იმპლანტი განკუთვნილია სხვადასხვა ნევროლოგიური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა დამბლა.

გასულ თვეში მასკმა Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ Neuralink-ი იმპლანტის ადამიანის ტვინში მოთავსებას 2022 წლისთვის იმედოვნებს. თუმცა, მას მსგავსი ოპტიმისტური განცხადებები ადრეც გაუკეთებია, მათ შორის 2019 წელს, როცა განაცხადა, რომ იმპლანტი ადამიანის ტვინში მომდევნო წელს მოთავსდებოდა.

პირველი ტესტი ადამიანებზე, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლებმა აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცების გზაზე უნდა გაიარონ, ცნობილია, როგორც ტექნიკური განხორციელებადობის ტესტი. ზუსტად არ არის ცნობილი, სად არის Neuralink-ი ამ პროცესში. ზოგადად, მოწყობილობების შემქმნელები საცდელი კვლევების დირექტორებს FDA-სთან ურთიერთობის დასაწყისში ქირაობენ.

გასულ წელს, სხვა კომპანიამ, Synchron-მა, რომელიც ტვინის-კომპიუტერის ინტერფეისებზე მუშაობს, განაცხადა, რომ FDA-მ მისი დაგეგმილი ტექნიკური განხორციელებადობის კვლევა დაამტკიცა. კომპანია ამჟამად რეკრუტირების ეტაპზეა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა მაკბრაიდი