LIVE

American Airlines-მა მეოთხე კვარტალში $1 მილიარდამდე იზარალა

23 იან 202216:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
American Airlines-მა მეოთხე კვარტალში $1 მილიარდამდე იზარალა
AP Photo

American Airlines-მა მეოთხე კვარტალში $931 მილიონი იზარალა. პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი ავიახაზების შემოსავლების აღდგენას აჭიანურებს.

მოსალოდნელია, რომ 2022 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი, 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაახლოებით 20%-დან 22%-მდე შემცირდება. ავიაკომპანიის განცხადებით, ის ორი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით ნაკლებ ფრენებს განახორციელებს.

ავიაკომპანიებმა მოთხოვნის ზრდა დააფიქსირეს მადლიერებისა და შობის დღესასწაულზე, თუმცა გასული წლის ბოლოს ისინი ომიკრონ ვარიანტით გამოწვეულ პერსონალის დეფიციტს ებრძოდნენ. ამინდის გაუარესებამ და პანდემიამ დეკემბერსა და იანვარში ათასობით ფრენის გაუქმება გამოიწვია.

American Airlines-ის ანგარიში United Airlines-ის მიერ მეოთხე კვარტალში $645 მილიონის ზარალის გამოცხადებას მოჰყვა. ავიაკომპანიის განცხადებით, ის ასევე ნაკლებ ფრენებს განახორციელებს, ვიდრე წლის პირველი ნახევრისთვის გათვლილი ჰქონდა. United-ის პროგნოზით, პირველი კვარტლის შემოსავალი 20%-დან 25%-მდე შემცირდება, ხოლო ხარჯები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზრდება.

გასულ კვირას Delta Air Lines-მა $408 მილიონის ზარალი გამოაქვეყნა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია