LIVE

ზახაროვა: რუსეთი და ბელარუსი ნატოს ძალების მობილიზებას უპასუხებენ

20 იან 202220:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 685
ზახაროვა: რუსეთი და ბელარუსი ნატოს ძალების მობილიზებას უპასუხებენ
AP Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ პოლონეთი, ლიეტუვა და უკრაინა აძლიერებენ სამხედრო მობილიზებას საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან, რაც აიძულებს რუსეთსა და ბელარუსს, ადეკვატურად უპასუხონ ასეთ ქმედებებს.

“ჩვენ ვიზიარებთ ბელარუსი კოლეგებისა და მოკავშირეების შიშს, რომ ნატო აძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას ბელარუსის საზღვრებთან. ეს სამოკავშირეო სახელმწიფოსა და CSTO-ს საერთო საზღვარია. პოლონეთი, ლიეტუვა და უკრაინა გამომწვევად ახდენენ შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრირებას, შენდება სამხედრო ინფრასტრუქტურა. რუსეთი და ბელარუსი იძულებულნი არიან, ადეკვატური წინააღმდეგობა გაუწიონ, მათ შორის ერთობლივი საჰაერო პატრულირებით, რეგულარული წვრთნებით და ა.შ”,- განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც დასავლური პროპაგანდა, არც პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და არც ოფიციალური პირები ამ მაპროვოცირებელ მანევრებზე კომენტარს არ აკეთებენ. ამავდროულად, ისინი აგრესიის ნიშნად თვლიან საზღვრის მეორე მხარეს უსაფრთხოების გაძლიერებას.

ამასთან დაკავშირებით, ზახაროვამ გაიხსენა საკავშირო სახელმწიფოს სწრაფი რეაგირების ძალების მოახლოებული შემოწმება და 10-20 თებერვალს დაგეგმილი წვრთნები Union Resolve-2022.

“დასავლელი კოლეგებისგან განსხვავებით, არ ვმალავთ გეგმებს, ვიმოქმედებთ ღიად, ვაზუსტებთ და ვპასუხობთ კითხვებს და, ნებაყოფლობითი გამჭვირვალობის ფარგლებში, ვაკეთებთ ანგარიშს სამოკავშირეო სახელმწიფოს თავდაცვის გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებების შესახებ”,- განაცხადა დიპლომატმა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა. შეერთებული შატტების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ  მისი ვარაუდით "პუტინი უკრაინაში შეიჭრება". მან პირობა დადო, რომ “უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მძიმე დარტყმა მიაყენონ რუსეთის ეკონომიკას”.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს თავდაცვითი საშუალებებით მოამარაგებენ. შესაბამისად, “უკრაინაში შეჭრის ფიზიკური დანაკარგი რუსეთისთვის მძიმე იქნება”. 

მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების გამო ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვის შეიარაღება გადასცა, ხოლო რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო შვედეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ მზადყოფნას რეგიონებში, მათ შორის ბალტიის ზღვის კუნძულ გოთლანდზე. კუნძული მდებარეობს კალინინგრადის მძიმედ მილიტარიზებული რუსული ექსკლავის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 200 მილის დაშორებით.

რუსეთმა 100 000 ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინის საზღვართან და მოითხოვა, რომ ქვეყანა არასოდეს გახდეს ნატოს წევრი. გასულ კვირას სამდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დასავლელმა და რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიციები გაყოფილია უსაფრთხოების კონფლიქტის ინტერესების გამო და სამხედრო კონფლიქტის მუდმივ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება.