LIVE

ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას უგზავნის

18 იან 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 5823
ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას უგზავნის
Ukrainian Defence Ministry press service via AFP

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. განცხადება თავდაცვის მდივანმა გააკეთა. 

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მივაწოდოთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი იარაღის სისტემები. ეს არ არის სტრატეგიული იარაღი და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. ისინი უნდა იქნას გამოყენებული თავდაცვისთვის”,- განუცხადა ბენ უოლესმა თემთა პალატას.

უოლესის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის “მუქარის” საპასუხო ნაბიჯია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კიევი “ძლიერ აფასებს” ბრიტანეთის ჟესტს.

რუსეთმა 100 000 ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინის საზღვართან და მოითხოვა, რომ ქვეყანა არასოდეს გახდეს ნატოს წევრი. გასულ კვირას, სამდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დასავლელმა და რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიციები გაყოფილია უსაფრთხოების კონფლიქტის ინტერესების გამო და სამხედრო კონფლიქტის მუდმივ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება.