LIVE

iPlus: კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ

20 იან 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 3178
iPlus: კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ

iPlus-ში აცხადებენ, რომ საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შვედურ BioHax International-თან, რომელსაც ჩიპები უნდა მოეწოდებინა, კონტრაქტი გაწყვიტეს. მიზეზი კი მოქალაქეების მიერ ჩიპებისთვის რელიგიური დანიშნულების მინიჭებაა.

"კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ! ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას. მიუხედავად იმის რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და ეს თანამედროვე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება!",- აღნიშნავენ iPlus-ში.

შეგახსენებთ, iPlus-მა საქართველოში კანქვეშა ჩიპების შემოტანა გასულ წელს დააანონსა. ჩიპები, რომლებიც პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებდა, ხელმისაწვდომი უკვე 2022 წლის დასაწყისიდან უნდა ყოფილიყო.