LIVE

საქართველოდან ექსპორტზე $83 მილიონის თხილი გავიდა

17 იან 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1120
საქართველოდან ექსპორტზე $83 მილიონის თხილი გავიდა

2021 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ექსპორტზე 83.2 მლნ აშშ დოლარის ქართული თხილია გატანილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქციის ჯამური მოცულობა 18.2 ათას ტონას შეადგენს.   

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.1 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა.

თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება: იტალია (7,511 ტონა), გერმანია (3,523 ტონა), ესპანეთი (500 ტონა), ჩეხეთი (445 ტონა), პოლონეთი (357 ტონა), ლიეტუვა (327 ტონა), საფრანგეთი (327 ტონა), ბულგარეთი (144 ტონა), საბერძნეთი (71 ტონა), ლატვია (70 ტონა), ესტონეთი (60 ტონა), ბელგია (41 ტონა), უნგრეთი (22 ტონა) და ხორვატია (20 ტონა).

ქართული თხილის ექსპორტი ასევე განხორციელდა: სომხეთში (1,265 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოსა (22 ტონა) და ყირგიზეთში (22 ტონა).