LIVE

ღარიბაშვილი: თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრები შეიქმნება

17 იან 202211:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 1389
ღარიბაშვილი: თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრები შეიქმნება

მთავრობას ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა აქვს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ფინანსური ცენტრები თბილისსა და გონიოში შეიქმნება, რაც ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. 

გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა - ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში გონიოს ტერიტორიაზე.

სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს. ასევე, ლიბერალურ ფისკალურ და რეგულატორულ რეჟიმებს. ამ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. საქართველო რეგიონული ფინანსური ცენტრი გახდება, ეს ჩვენი მიზანია“,- აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე და ეკონომიკის მინისტრს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება დაავალა.  

ღარიბაშვილის თქმით, ფინანსური ცენტრების ჩამოყალიბების პროცესში Rothschild & Co იქნება ჩართული.