LIVE

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც Covid-ით სიკვდილის რისკს ზრდის

15 იან 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1044
პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც Covid-ით სიკვდილის რისკს ზრდის

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ორჯერ ზრდის Covid-19-ით მძიმე ავადმყოფობის ან თუნდაც სიკვდილის რისკს.

ჯანდაცვის სამინისტრო ელის, რომ აღმოჩენა დაეხმარება რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებას, რამაც მხოლოდ პოლონეთში 100000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. პოლონეთი ასევე გეგმავს გენეტიკური ტესტების გამოყენებას პაციენტების სკრინინგის დროს. სამინისტროს არ დაუზუსტებია, იყო თუ არა კვლევა რეცენზირებული.

ბიალისტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის შეფასებით, გენი შესაძლოა იყოს პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-ში, მაშინ როცა ევროპაში დაახლოებით 9%-ია და ინდოეთში - 27%. კვლევის თანახმად, ეს არის მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაავადების სიმძიმის დასადგენად ასაკის, წონის და სქესის შემდეგ.

გენეტიკური ტესტი “შეიძლება დაგვეხმაროს იმ ადამიანების უკეთ იდენტიფიცირებაში, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა იყვნენ მწვავე ავადმყოფობის რისკის ქვეშ”, - განაცხადა პროფესორმა მარკინ მონიუშკომ, რომელიც კვლევაზეა პასუხისმგებელი. 

აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, გარდა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა, რა გახდა ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი. პანდემიის დროს პოლონეთში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია ევროკავშირში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კონრად კლასუსკი