LIVE

საარსებო მინიმუმი 223 ლარია - საქსტატი

14 იან 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1895
საარსებო მინიმუმი 223 ლარია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 31 ლარით გაიზარდა და 223.5 ლარი შეადგინა. ნოემბერთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 20 თეთრით შემცირდა. 

ამასთან, დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198 ლარი იყო, რაც 27.5 ლარით აღემატება 2020 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. 

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად, დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს.