LIVE

ორბანი: უნგრეთი მხარს უჭერს მე-4 დოზით ვაქცინაციას

14 იან 202213:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 787
ორბანი: უნგრეთი მხარს უჭერს მე-4 დოზით ვაქცინაციას
Bloomberg

უნგრეთი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზით აცრას მხარს უჭერს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.  

მისივე თქმით, მე-4 დოზით აცრა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ამისთვის აუცილებელია, რომ მე-3 დოზიდან მინიმუმ ოთხი თვე გავიდეს.  

მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის მეოთხე დოზით ვაქცინაცია შემოიღო.

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ გამაძლიერებლები უზრუნველყოფენ დაცვის კარგ დონეს და ამ დროისთვის არ არის საჭირო მეორე გამაძლიერებელი ვაქცინა. 

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) მოსახლეობას აფრთხილებს, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ ხშირმა გამაძლიერებელმა აცრამ შეიძლება იმუნურ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს.

სააგენტოს ცნობით, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ გამაძლიერებელი დოზების მიღებამ შეიძლება იმუნური სისტემის შესუსტება და დაღლილობა გამოიწვიოს. ამის ნაცვლად, ქვეყნებმა უნდა დაუშვან მეტი დრო გამაძლიერებელ დოზებს შორის და დააკავშირონ ისინი ცივი სეზონის დაწყებას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიებში ასახული გეგმის შესაბამისად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოლტან სიმონი