LIVE

EMA: განმეორებით ბუსტერს იმუნური სისტემის დასუსტება შეუძლია

12 იან 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 810
EMA: განმეორებით ბუსტერს იმუნური სისტემის დასუსტება შეუძლია

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) მოსახლეობას აფრთხილებს, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ ხშირმა გამაძლიერებელმა აცრამ შეიძლება იმუნურ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს.

სააგენტოს ცნობით, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ გამაძლიერებელი დოზების მიღებამ შეიძლება იმუნური სისტემის შესუსტება და დაღლილობა გამოიწვიოს. ამის ნაცვლად, ქვეყნებმა უნდა დაუშვან მეტი დრო გამაძლიერებელ დოზებს შორის და დააკავშირონ ისინი ცივი სეზონის დაწყებას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიებში ასახული გეგმის შესაბამისად.

ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს ადამიანებს შესთავაზოს ბუსტერის გამაძლიერებლები, რათა უზრუნველყონ დამატებითი დაცვა ომიკრონის ვარიანტის გავრცელების ზრდისგან. მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის მეორე ან მეოთხე გამაძლიერებელი ვაქცინაცია შემოიღო. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ გამაძლიერებლები უზრუნველყოფენ დაცვის კარგ დონეს და ამ დროისთვის არ არის საჭირო მეორე გამაძლიერებელი ვაქცინა. 

გამაძლიერებლები “შეიძლება გაკეთდეს ერთხელ ან შეიძლება ორჯერ, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ეს მუდმივად უნდა განმეორდეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გადავიდეთ ამჟამინდელი პანდემიური გარემოდან უფრო ენდემურ გარემოში.”, - განაცხადა მარკო კავალერიმ, EMA-ს ბიოლოგიური ჯანმრთელობის საფრთხეებისა და ვაქცინის სტრატეგიის ხელმძღვანელმა. 

მარეგულირებელმა ასევე განაცხადა, რომ ორალური და ინტრავენური ანტივირუსული საშუალებები, როგორიცაა პაქსლოვიდი და რემდესივირი, ეფექტურია ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ. 

სააგენტოს ცნობით, აპრილი არის ყველაზე ადრეული დრო, როდესაც შეუძლია დაამტკიცოს ახალი ვაქცინა, რომელიც მიზნად ისახავს ომიკრონის ვარიანტს, რადგან პროცესს სამიდან ოთხ თვემდე სჭირდება. მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა ვაქცინის მწარმოებელმა განაცხადა, რომ განიხილავს ვაქცინების წარმოებას, რომლებიც ახალ ვარიანტებს მიემართება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირინა ანგელი