LIVE

ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ

03 იან 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ
Kobi Wolf/Bloomberg

ისრაელი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის Covid ვაქცინის მეოთხე დოზის შეთავაზებას იწყებს. ის გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ფართოდ გაავრცელებს დამატებით დოზას ომიკრონის შტამთან საბრძოლველად. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტიმ გააკეთა.

მეოთხე დოზა ასევე ხელმისაწვდომი იქნება სულ მცირე 4 თვის წინ ვაქცინირებული სამედიცინო პერსონალისთვის. გასულ კვირას ისრაელმა იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებისთვის, მოხუცთა სახლების მაცხოვრებლებისა და გერიატრიულ პალატებში მყოფი პაციენტებისთვის დამატებითი დოზების შეთავაზების გადაწყვეტილება მიიღო.

ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 9,5 მილიონიან ქვეყანაში 5000-ს გადააჭარბა. ბენეტის თქმით, მაჩვენებელი კვირის ბოლომდე გაოთხმაგდება. კრიტიკული შემთხვევების რაოდენობა წინა ტალღებთან შედარებით გაცილებით დაბალია, მაგრამ გასული კვირის განმავლობაში ზრდა დაიწყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ავისი