ლიეტუვა ევროკავშირს ბელარუსის პოტაშის ინდუსტრიაზე სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. სასუქის რეკორდულად მაღალ ფასს კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის.
ივნისში ევროკავშირმა დააწესა შეზღუდვები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Belaruskali-ს ზოგიერთ პროდუქტზე, რამაც გაზარდა ფასები ბელარუსის სხვა საექსპორტო პროდუქტებზე.
“რეჟიმის მხარდამჭერი კომპანიები მეტ მოგებას იღებენ სანქციების დაწესების შემდეგ. ეს არის მოულოდნელი და არასასურველი ეფექტი, რაც შეიძლება გამოსწორდეს. ჩვენ შევიმუშავეთ წინადადება, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს”,- განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ტელეკომპანია LRT-ს.
ევროკავშირის სანქციები ეხება პოტაშს, რომლის შემცველობა 40%-ზე ნაკლები ან 62%-ზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლასები გაყიდვების მხოლოდ მეხუთედს შეადგენდნენ, Belaruskali-ს მთავარი პროდუქტი იყო 60% შემცველობის მქონე პოტაში, რაც არ იყო გათვალისწინებული შეზღუდვებში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მილდა სეპუტიტე