LIVE

ინგლისში კოვიდინფიცირებულების იზოლაციის ვადა 5 დღემდე მცირდება

13 იან 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 787
ინგლისში კოვიდინფიცირებულების იზოლაციის ვადა 5 დღემდე მცირდება

საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში მომსახურე პერსონალის სიმცირის გამო, ინგლისში კოვიდინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 7-დან 5 დღემდე შემცირდა.  

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემები აჩვენებს, რომ მეხუთე დღის ბოლოსთვის დადებითი შემთხვევების დაახლოებით ორი მესამედი გადამდები აღარ არის. ახალი წესი ძალაში 17 იანვრიდან შევა. 

იზოლაციის ვადა შემცირდა უნგრეთშიც. კოვიდინფიცირებულები კარანტინში 10 დღის ნაცვლად, 7 დღეს გაატარებენ. 

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" (CDC) გადაწყვეტილებით, Covid-19-ით ინფიცირებულებს შეუძლიათ კარანტინი ათი დღის ნაცვლად, ხუთ დღეში დაასრულონ, თუ მათ ვირუსის სიმპტომები აღარ აღენიშნებათ. ამ დროის შემდეგ, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მათ სხვა ადამიანთან სიახლოვისას პირბადე უნდა ატარონ. 

CDC-ის მითითებების ცვლილება მოტივირებული იყო მეცნიერების დასკვნებით, რომელიც აჩვენებს, რომ ინფექციის გადადება უმეტესად ხდება დაავადების ადრეულ ეტაპზე.

ადრეული კვლევები ასევე, აჩვენებს, რომ ომიკრონის მიერ გამოწვეული დაავადება არც ისე მძიმეა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრილია. 

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კარანტინისა და იზოლაციის ვადები საქართველოშიც შემცირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ეშტონი