LIVE

კარანტინისა და იზოლაციის ვადები შემცირდება

11 იან 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1000
კარანტინისა და იზოლაციის ვადები შემცირდება

საქართველოში კარანტინისა და იზოლაციის ვადები შემცირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადების შემცირების თაობაზე შესაბამისი პროტოკოლი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მზად აქვს.

„კონტაქტირებული პირების პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროში უკვე გადაგზავნილია. დღეს ასევე გადაიგზავნება ინფიცირებული პირების პროტოკოლი. დღეს, ან ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთობლივი განხილვა მოხდება და შემდეგ მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის, ვადები შემცირდება“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.