LIVE

პოლონეთი: ევროპა 30 წლის განმავლობაში ომის ყველაზე დიდი რისკის წინაშეა

13 იან 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1830
პოლონეთი: ევროპა 30 წლის განმავლობაში ომის ყველაზე დიდი რისკის წინაშეა
REUTERS/Anastasia Vlasova

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპა ომთან ყველაზე ახლოს არის.

ზბიგნევ რაუმ განცხადება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრაზე გააკეთა. მან პირდაპირ არ დაასახელა რუსეთი, მაგრამ ჩამოთვალა კონფლიქტები, რომლებშიც მოსკოვია ჩართული.

“როგორც ჩანს, ეუთოს ტერიტორიაზე ომის რისკი ახლა უფრო დიდია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვდგავართ აღმოსავლეთ ევროპაში დიდი სამხედრო ესკალაციის პერსპექტივის წინაშე”,- განაცხადა რაუმ გამოსვლაში.

დღევანდელი მოლაპარაკებები პირველია მიმდინარე კვირაში, რომელშიც უკრაინა იქნება წარმოდგენილი. სამშაბათს ჟენევაში გამართულმა მინისტერიალმა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ხოლო ოთხშაბათს ბრიუსელში რუსეთსა და ნატოს შორის დიალოგმა მკაფიო პროგრესი ვერ აჩვენა.

პოლონეთი ნატოს იმ წევრებს შორისაა, რომლებიც ყველაზე მეტად უპირისპირდებიან რუსეთის რევიზიონისტულ ამბიციებს აღმოსავლეთ ევროპაში.