LIVE

გვენეტაძე: ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა

13 იან 202216:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 1036
გვენეტაძე: ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა

ეროვნულმა ბანკმა ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადასცა. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილმა „ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა", სებ-ის თანამშრომლებისგან მონეტის გადაცემა კი მისი ღვაწლის სიმბოლური აღიარებაა.

როდესაც ეროვნული ბანკი ახალ საკოლექციო მონეტას უშვებს, ტრადიციულად საჩუქრად გადავცემთ გამორჩეული ღვაწლის მქონე ადამიანებს, ვისი მოღვაწეობაც მონეტის თემას მიესადაგება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის ხანგრძლივი ფიქრის და მსჯელობის საგანია. უნდა ვაღიარო, რომ თამარ მეფის მონეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მყისიერი და ერთსულოვანი იყო. 

ქალბატონი ნონა - პირველი დიდოსტატი ქალი მოჭადრაკე და მრავალგზის ჩემპიონი, რომელიც თამარ მეფის მსგავსად, ტოლს არ უდებდა მამაკაცებს იმ დარგში, სადაც ქალის მასშტაბური წარმატება წარმოუდგენელი იყო. მან ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა და საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინა. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან თამარის საკოლექციო მონეტის გადაცემა მისი საქვეყნო ღვაწლის სიმბოლური აღიარებაა“,- წერს კობა გვენეტაძე.