
ეკრანებზე გამოსვლიდან შვიდი კვირის შემდეგ, Walt Disney-ის ანიმაციური ფილმი Encanto მეორე სიცოცხლეს მუსიკალურ და ვიდეო პლატფორმებზე იწყებს.
მიმდინარე კვირაში Encanto-ს საუნდტრეკი აშშ-ში #1 ალბომი გახდა. მან Billboard 200-ის ჩარტის პირველი ადგილზე ადელის “30” ჩაანაცვლა. ფილმიდან ერთ-ერთი ნომერი, "We Don't Talk About Bruno", ამჟამად Spotify-ზე ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა.
Disney-ს თანახმად, 24 დეკემბრიდან ორი კვირის განმავლობაში Disney+ სტრიმინგის სერვისზე Encanto ყველაზე ნახვადი ფილმი აღმოჩნდა.
Encanto არის მიუზიკლი კოლუმბიელი გოგონას შესახებ, რომელიც, ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ჯადოსნური ძალის გარეშე დაიბადა.
ფილმმა გასულ წელს ბილეთების გაყიდვით $90,6 მილიონი მიიღო. Box Office Mojo-ს მკვლევრის თანახმად, ამ მაჩვენებლით ფილმი მე-15 ადგილზე გავიდა. ფილმი ასევე პოპულარული გახდა TiKTok-ის მომხმარებლებში, რომლებიც ფილმთან დაკავშირებით საკუთარ აღმოჩენებს აღნიშნავენ და გმირების მუსიკალური ნომრების სინქრონიზაციას ცდილობენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ პალმერი