LIVE

ანტივაქსერებმა ბულგარეთის პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს

13 იან 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 880
ანტივაქსერებმა ბულგარეთის პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს
AP Photo/Valentina Petrova

ბულგარეთში ვაქცინის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ და პარლამენტის შენობის შეჭრა სცადეს. აქცია ნაციონალისტური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

ნაციონალური ასამბლეის წინ მოედანზე დაახლოებით 1000 მომიტინგე დარჩა, რომლებიც ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ და პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ. აქციის მონაწილეები მოედანზე დარჩენას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ. ისინი ნიღბების სავალდებულოობისა და ვაქცინაციის საშვის გაუქმებას ითხოვენ.

“პროტესტის მიზანია შემზღუდველი ზომების მოხსნა და, უპირველეს ყოვლისა, არაკონსტიტუციური მწვანე სერტიფიკატის გაუქმება”, - პარტია Vazrazhdane-ს ლიდერმა, კოსტადინ კოსტადინოვმა.

პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა პროტესტის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მოთხოვნების განსახილველად შეხვედრის მზაობა გამოხატა.

ბულგარეთმა, რომელიც ვირუსის გავრცელების ახალი ტალღის წინაშე დგას, მოსახლეობის მხოლოდ მესამედის აცრა მოახერხა, რაც ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.