LIVE

ჰონგ-კონგელი ექსპერტები მოქალაქეებს ორი პირბადის ტარებას ურჩევენ

13 იან 202213:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 792
ჰონგ-კონგელი ექსპერტები მოქალაქეებს ორი პირბადის ტარებას ურჩევენ

ჰონგ-კონგელი ექსპერტები ომიკრონისგან თავის დასაცავად მაღალი რისკის მქონე ადამიანებს ორი პირბადის ტარებას ურჩევენ. ისინი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეებს სამედიცინო პირბადესთან ერთად, ქსოვილის ნიღბის ტარების რეკომენდაციას აძლევენ. 

ცნობილმა მიკრობიოლოგმა იუენ კვოკ-იუნგმა ადგილობრივ რადიოს უთხრა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ან პირებს, რომლებსაც Covid-19-ის ვაქცინების მიღება არ შეუძლიათ, ასევე, დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე მუშაკებს, შეუძლიათ გამოიყენონ ორმაგი ნიღაბი, რაც ხელს უწყობს ფილტრაციის შესაძლებლობების ზრდას.

სპეციალისტებმა მოქალაქეებს ეს რეკომენდაცია მას შემდეგ მისცეს, რაც ომიკრონი გავრცელდა ადგილებში, სადაც ადამიანები პირბადეებს ატარებდნენ.

იუენი ამბობს, რომ ჰონგ-კონგში ომიკრონის შემთხვევების სიმცირის გამო, N95 ნიღბების ფართო გამოყენება საჭირო არ არის.

ჰონგ-კონგი ჩინეთთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც კვლავ იცავს მკაცრ Covid-Zero პოლიტიკას, დახურულია სპორტული დარბაზები, კინოთეატრები, დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები, მას შემდეგ, რაც ომიკრონის ადგილზე გავრცელებული ათობით შემთხვევა გამოვლინდა. 

ომიკრონის წინააღმდეგ პირბადით თავის უკეთ დაცვაზე ყურადღებას ამახვილებს შეერთებული შტატებიც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯინსან ჰონგ