რამდენადაც შეერთებულ შტატებში ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება, სავარაუდოა, რომ ის თითქმის ყველა ადამიანი შეხვდება, მაგრამ ვაქცინირებული ადამიანები მაინც უკეთესად იქნებიან, ამბობს აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი.
"ომიკრონი, თავისი გადაცემის ეფექტურობის უპრეცედენტო ხარისხით, საბოლოოდ თითქმის ყველას მიაგნებს", ამბობს ფაუჩი.
მისივე თქმით, ისინი, ვინც აიცრნენ და "ბუსტერი" გაიკეთეს, შესაძლოა, ასევე, დაინფიცირდნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან დაცული იქნებიან. ამის საპირისპიროდ, ისინი, ვინც აცრილები არ არიან, მძიმე შედეგს მიიღებენ.
შეერთებულ შტატებში CDC-ის 8 იანვრის მონაცემებით, Covid-19-ის ახალი შემთხვევების 98.3% ომიკრონის შტამზე მოდის.
აშშ-ში აცრის უფლების მქონე პირებიდან ყოველი მე-5 ადამიანი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის. აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" (CDC) მონაცემებით, ქვეყნის 62%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია, თუმცა სრულად აცრილთან ერთად, "ბუსტერ" დოზა მხოლოდ 23%-ს აქვს მიღებული.
12 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 18+ ასაკის მოსახლეობის 41.1%.