LIVE

კვლევა: კანაფის ნაერთები Covid-19-ით ინფიცირებას ხელს უშლის

12 იან 202217:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 1400
კვლევა: კანაფის ნაერთები Covid-19-ით ინფიცირებას ხელს უშლის
Bloomberg

ჟურნალ Nature Products-ში გამოქვეყნებული ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, კანაფის ნაერთები ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებში Covid-19-ის ვირუსის შეღწევას უშლის ხელს.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კანაფში გავრცელებული ორი ნაერთი, კანაბიგეროლის მჟავა და კანაბიდიოლის მჟავა, როგორც ქიმიური სკრინინგის დროს გამოვლინდა, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციური საშუალებაა. კვლევის მიხედვით, ისინი უკავშირდებინ ვირუსში აღმოჩენილ ცილებს და ბლოკავენ ნაბიჯს, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.

მკვლევრებმა ნაერთების მოქმედება ლაბორატორიაში გამოსცადეს ვირუსის ალფა და ბეტა ვარიანტებზე. კვლევა არ მოიცავდა ადამიანებისთვის დანამატების მიცემას ან ინფექციის სიხშირის შედარებას იმ ადამიანებში, ვინც ამ ნაერთებს იღებდა მათთან, ვისაც არ მიუღია.

”ამ ნაერთების მიღება შესაძლებელია ორალურად და მათ ადამიანებში უსაფრთხო გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მათ ასევე გააჩნიათ SARS-CoV-2 ინფექციის თავიდან აცილებისა და მკურნალობის პოტენციალი”,- განცახადა რიჩარდ ვან ბრემენმა, Global Hemp Innovation Center-ის მკვლევარმა.

კანაფი არის ბოჭკოვანი და საკვები წყარო. მისი ექსტრაქტები ჩვეულებრივ ემატება კოსმეტიკურ საშუალებებს, ტანის ლოსიონებს, დიეტურ დანამატებსა და საკვებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კონოკო მატსუიამა