კომპანია „ხომლის“ ქვევრის ღვინოები ცოლიკაური და უსახელაური ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში Hedonism Wines-ში 500 და 900 ფუნტ სტერლინგად იყიდება.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ ომანაძემ განუცხადა, გაყიდვები გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
„ჩვენმა ღვინოებმა ლონდონში უმკაცრესი დეგუსტაცია გაიარა. ღვინოს ქვევრში ვამზადებთ. მარანიც, ვენახიც და ტექნოლოგიაც ბიოსერთიფიცირებულია. წარმოება 2010 წელს დავიწყეთ. ვცდილობთ ქართულმა ღვინომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე. ჩინეთის და პირველ რიგში, რუსეთის ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ“,- აცხადებს ომანაძე.
აღსანიშნავია რომ, დაახლოებით 2 თვეში საქპატენტი უსახელაურს ადგილწარმოშობის სერტიფიკატს მიანიჭებს და როგორც ომანაძე განმარტავს, განისაზღვრება ის არეალი, სადაც მხოლოდ 150 ტონა ყურძნის მოყვანა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ამ ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის მაქსიმალურმა რაოდენობამ ბაზარზე 70 ტონას არ უნდა გადააჭარბოს.
ომანიძის თქმით, „ხომლი“ ღვინის ექსპორტს აშშ-იც გეგმავს, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო ლიჯისტიკა გართულებულია და ექსპორტის დაწყების ზუსტი ვადები ჯერ განსაზღვრული არაა.