LIVE

ორი კომპანიის მფლობელ 10 წლის გოგონას მულტიმილიონერობას უწინასწარმეტყველებენ

11 იან 202220:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
ორი კომპანიის მფლობელ 10 წლის გოგონას მულტიმილიონერობას უწინასწარმეტყველებენ
pixiespix.com

პიქსი კერტისი ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში სწავლობს, თუმცა ის ორ კომპანიას ფლობს და 15 წლის ასაკში მულტიმილიონერობას უწინასწარმეტყველებენ. 

10 წლის ავსტრალიელმა გოგონამ, დედის დახმარებით, გასულ წელს სათამაშოების კომპანია Pixie's Fidgets-ი დააფუძნა. კომპანია უკვე დიდ მოგებას იღებს. News.com.au-ს თანახმად, Pixie's Fidgets-მა ამუშავებიდან პირველ თვეში $140,000-ზე მეტი გამოიმუშავა. 

პიქსი დედისგან სხვა ბიზნესსაც, თმის აქსესუარების კომპანია Pixie's bows-საც ფლობს. ორივე კომპანია ახლა Pixie's Pix-ის ნაწილია. 

ბიზნესის წყალობით, გოგონას შეუძლია, პენსიაზე 15 წლის ასაკში გავიდეს, რაც პენსიისთვის ყველაზე ახალგაზრდა ასაკია. 

გოგონას წარმატების ისტორიამ სოციალურ მედიაში დიდი წარმატება მოიპოვა, რისი წყალობითაც Instagram-ზე 100000-ზე მეტი გამომწერი დააგროვა.