LIVE

გაბუნია: თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე ვმუშაობთ

11 იან 202213:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 920
გაბუნია: თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე ვმუშაობთ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე მუშაობს.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, მუშაობა მიდის სხვა კომპლექსურ საკითხებზეც, რამაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდოს.

„მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე. ასევე სხვა კომპლექსურ საკითხებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ბაზარზე გენერიკული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას. საუბარია ასევე იმაზე,  როგორ გახდეს ფასწარმოქმნის პროცესი მეტად გამჭვირვალე. ვფიქრობ, მოკლე ხანში იქნება ჩამოყალიბებული მეტად კონკრეტული გეგმა ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.