LIVE

გაბუნია: „ომიკრონის“ სპეციფიკის გამო საკარანტინო ვადები მცირდება

11 იან 202212:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 63
გაბუნია: „ომიკრონის“ სპეციფიკის გამო საკარანტინო ვადები მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რამდენიმე დღეში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადების ჩამოყალიბება იგეგმება.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, საკარანტინო ვადების ცვლილება „ომიკრონის“ შტამის სპეციფიკით არის განპირობებული.

„საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების ქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე. ამდენად, ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რათა განიტვირთოს სისტემა ზედმეტი ზეწოლისგან,“- განაცხადა გაბუნიამ.