LIVE

Panasonic-ი არასავალდებულო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის

10 იან 202214:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 995
Panasonic-ი არასავალდებულო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის

Panasonic-ი არასავალდებულო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის. ის ერთ-ერთია იმ იაპონურ კომპანიებს შორის, რომლებმაც გლობალურ ტენდენციას აუბეს მხარი იმისთვის, რომ დასაქმებულთა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყონ ხელი.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ ოსაკაში ბაზირებული კონგლომერატის თანამშრომლებს უფლება აქვთ, დასვენების დამატებით დღეებში სხვა სამსახურით ან მოხალისეობით დაკავდნენ.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა შევქმნათ იდეალური ბალანსი მუშაობის სტილსა და ცხოვრების სტილს შორის“, - განაცხადა კუსუმმა. Panasonic-ი თანამშრომლებს ასევე ნებას დართავს იმუშაონ სახლიდან, თუკი მათ პარტნიორებს სხვა ქალაქში უწევთ სამუშაოდ გადასვლა.

კომპანიის ნაბიჯი თანხვედრაში მოდის ტექნოლოგიური კომპანიების შეცვლილ სტრატეგიასთან, რომლებიც ცდილობენ პოტენციური თანამშრომლები შემოკლებული სამუშაო კვირის შეთავაზებით დააინტერესონ. მიუხედავად ამისა, ოთხდღიანი სამუშაო კვირაზე გადასული კომპანიები ჯერ კიდევ უმცირესობაში არიან. 

იაპონიის კანონმდებელთა ჯგუფი ამ ეტაპზე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც დასაქმებულებს კვირაში ორი დასვენების დღის გარდა დამატებით დასვენების დღე მიანიჭებს. შრომის სამინისტროს მიერ 2020 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თანამშრომლებს ორზე მეტ გარანტირებულ დასვენების დღეს იაპონური ფირმების მხოლოდ 8%-ზე ოდნავ მეტი სთავაზობდა.

თუმცა, ეს შესაძლოა მალე შეიცვალოს. Nikkei-ს ცნობით, წამლების მწარმოებელი Shionogi, რომელიც Covid-19-ის ორალურ სამკურნალო საშუალებებზე მუშაობს, აპრილიდან თანამშრომლებს კვირაში სამ დასვენების დღეს შესთავაზებს. Yahoo Japan და Sompo Himawari Life Insurance ასევე ნებას დართავს დასაქმებულებს ოთხდღიანი სამუშაო კვირა ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბავშვებზე ან ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აიაი ტომისავა