LIVE

რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება შვედეთის თავდაცვის სტრატეგიას შეარყევს- სამხედრო მეთაური

07 იან 202216:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1105
რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება შვედეთის თავდაცვის სტრატეგიას შეარყევს- სამხედრო მეთაური
TT News Agency/Fredrik Sandberg via REUTERS

შვედეთის უმაღლესმა სამხედრო მეთაური აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგია მთლიანად შეირყევა, თუ ნატო დათანხმდება რუსეთს, თავი შეიკავოს შემდგომი გაფართოებისგან და შეზღუდოს მისი აქტივობები ევროპაში.

რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზებას ახდენს, რამაც დასავლეთი შეაშფოთა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უარყოფს ინტერვენციისთვის მზადებას, მოსკოვს სურს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების შეჩერება.

რუსეთის მოთხოვნებმა შეაშფოთა ნატოს არაწევრი ევროპელი მოკავშირეები, მათ შორის შვედეთი, რომელმაც გააძლიერა კავშირები ალიანსთან და არ სურს ურთიერთობების შეზღუდვა, მაშინაც კი, თუ ამ ეტაპზე გაწევრიანებას არ გეგმავს.

“უსაფრთხოების ახალი წესრიგის შესახებ წინადადებები გაანადგურებს ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის სტრუქტურის საფუძვლებს”, - განუცხადა გენერალმა მაიკლ ბაიდენმა გაზეთ Dagens Nyheter-ს.

შვედეთის მთავრობამ გააძლიერა დიპლომატიური საქმიანობა. საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე შეხვდა აშშ-ის ოფიციალურ პირებს და პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი  მოლაპარაკებებს ნატოს ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგთან გამართავს.

ანდერსონმა ხუთშაბათს ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგი შეთანხმებას არ ექვემდებარება.

“შვედეთში თავად ვწყვეტთ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და ვისთან ვითანამშრომლებთ”, - განაცხადა ანდერსონმა.