LIVE

ყაზახეთის პრეზიდენტმა ძალოვანებს გაფრთხილების გარეშე სროლის უფლება მისცა

07 იან 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1380
ყაზახეთის პრეზიდენტმა ძალოვანებს გაფრთხილების გარეშე სროლის უფლება მისცა
REUTERS

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სამართალდამცავ უწყებებს მისცა უფლებამოსილება, გახსნან ცეცხლი “გაფრთხილების გარეშე” ქვეყანაში ქაოტური არეულობის დასასრულებლად.

“გავეცი ბრძანება გაფრთხილების გარეშე სროლისა და მოკვლის შესახებ. ტერორისტები აგრძელებენ ქონების დაზიანებას და იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ”, - თქვა ტოკაევმა სატელევიზიო მიმართვაში.

მან უარყო ყოველგვარი მოლაპარაკება, “შეიარაღებული ბანდიტების განადგურების” პირობა დადო და ამტკიცებს, რომ 20 000-მა ადამიანმა ალმათი “მკაფიო გეგმით” დაარბია. 

ყაზახეთში გაზის გაძვირების გამო საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო. მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგა. პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დახმარება სთხოვა. ტოკაევი ირწმუნება, რომ მიმდინარე პროტესტი ტერორისტული ქმედება და გარე აგრესიის აქტია, რაც საფრთხეს სახელმწიფოს მთლიანობას უქმნის.