UNESCO-მ 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სია გამოაქვეყნა, რომელშიც TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაცაა შეყვანილი. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.
ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას ძალადობრივი და ფაშისტური ჯგუფების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ოპერატორს ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და ის 11 ივლისს გარდაიცვალა.
ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე 6 პირია ბრალდებული.