
Goldman Sachs-ის პროგნოზით, თუ ბიტკოინი ოქროს ბაზრის წილის დაკავებას გააგრძელებს, ციფრულმა აქტივმა შესაძლოა $100,000-იან შეფასებას მიღწიოს.
Goldman-ის შეფასებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა $700 მილიარდზე ნაკლებია. ციფრულ აქტივს ე.წ. "ღირებულების მარაგის" ბაზრის 20% უკავია, რომელიც ბანკის თქმით, ოქროსა და ბიტკოინისგან შედგება. ოქროს ღირებულება, რომელიც ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომია $2.6 ტრილიონს აღწევს.
ზაკ პადლი, რომელიც FX and EM სტრატეგიის ხელმძღვანელია, ასევე ვარაუდობს, რომ თუ ბიტკოინის წილი "ღირებულების მარაგის" ბაზარზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჰიპოთეტურად 50%-მდე გაიზრდება, ციფრული აქტივის ფასი $100 000-ს მიაღწევს.
გასულ წელს დაახლოებით 60%-იანი ზრდის შემდეგ, ბიტკოინი სამშაბათს ნიუ-იორკში დაახლოებით $46,000-ად ივაჭრებოდა. საბაზრო ღირებულებით ყველაზე დიდმა ციფრულმა აქტივმა ნოემბერში რეკორდულ ღირებულებას, თითქმის $69,000-ს მიაღწია. 2016 წლიდან მისი ფასი 4700%-ზე მეტით არის გაზრდილი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჩალე ვორაშატი