LIVE

რუთ ბადერ გინსბურგის პირადი ბიბლიოთეკა აუქციონზე გაიყიდება

04 იან 202220:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1116
რუთ ბადერ გინსბურგის პირადი ბიბლიოთეკა აუქციონზე გაიყიდება
Mark Wilson/Getty Images

Bonhams-ის აუქციონზე რუთ ბადერ გინსბურგის პირადი ბიბლიოთეკიდან 1000-ზე მეტი წიგნი გაიყიდება. ონლაინ აუქციონი, რომელიც 19-დან 27 იანვრამდე გაიმართება, დაახლოებით 165 ლოტად დაიყოფა.

“ვფიქრობ, ამერიკისა და სასამართლო სისტემის ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს ეს მოეწონებათ”, - ამბობს კეტრინ უილიამსონი, Bonhams-ის წიგნებისა და ხელნაწერების განყოფილების  დირექტორი.

RBG 2020 წლის სექტემბერში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან უზარმაზარი პირადი ბიბლიოთეკა დატოვა, რომელსაც მეუღლესთან ერთად 60 წლის განმავლობაში აგროვებდა. 

“მთელ სახლში იყო წიგნები. მისაღებ ოთახში კედლების უმეტესი ნაწილი წიგნების თაროებით იყო დაკავებული, მაგრამ ასევე იყო ყველა საძინებელში. ზოგჯერ მათ წიგნების თაროების დამატება უწევდათ”, - ამბობს ლეგენდარული მოსამართლის ქალიშვილი ჯეინ გინსბურგი, კოლუმბიის სამართლის სკოლის ლიტერატურისა და ხელოვნების საკუთრების სამართლის პროფესორი. 

თუმცა, ჯეინ გინსბურგი აღნიშნავს, რომ მისი მშობლები არ იყვნენ წიგნების კოლექციონერები, ისინი უბრალოდ მკითხველები იყვნენ. 

“ვფიქრობ, მათი გემოვნება ძალიან ეკლექტიკური იყო. რა თქმა უნდა, კითხულობენ რომანებს, არამხატვრულ და იურიდიულ ლიტერატურას, არა მხოლოდ სამუშაოსთვის, არამედ საერთო ინტერესებისთვისაც”, - ამბობს გინსბურგი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს ტარმი