LIVE

CDC Pfizer-ის "ბუსტერ" დოზისთვის რეკომენდირებულ ვადას ხუთ თვემდე ამცირებს

04 იან 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1264
CDC Pfizer-ის "ბუსტერ" დოზისთვის რეკომენდირებულ ვადას ხუთ თვემდე ამცირებს
Bloomberg

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები" (CDC) Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის რეკომენდირებულ ვადას ხუთ თვემდე ამცირებს. ცენტრმა "ბუსტერ" დოზის ინტერვალი ექვსთვიანი რეჟიმიდან შეამცირა.

ახალი რეკომენდაცია აშშ-ს "სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის" (FDA) მიერ აცრის გადაუდებელ ავტორიზაციას მოჰყვა, რომელიც გამაძლიერებელი დოზისთვის უფრო მოკლე ინტერვალს გულისხმობს.

”FDA-ს ავტორიზაციის შემდეგ, დღევანდელი რეკომენდაციები უზრუნველყოფს, რომ ადამიანები მეტად იყვნენ დაცული ომიკრონის მზარდი შემთხვევების ფონზე”, - განაცხადა CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

ნაბიჯი ასევე ერთი დღით უსწრებს CDC-ის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრას, რომელიც, სავარაუდოდ, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Pfizer-ის გამაძლიერებელი დოზის რეკომენდაციას განიხილავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რუბერტ ლანგრესი