LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

04 იან 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 800
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0883 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0887 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.04 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4913 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5072 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.59 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.