LIVE

ისრაელი ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სუროგაციაზე შეზღუდვებს ხსნის

04 იან 202216:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
ისრაელი ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სუროგაციაზე შეზღუდვებს ხსნის
REUTERS/Corinna Kern/File Photo

ისრაელმა გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც ერთნაირსქესიან წყვილებსა და მარტოხელა მამაკაცებს უკრძალავდა, გამხდარიყვნენ მშობლები სუროგაციის გზით. მთავრობამ მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრძალვის დასრულების შესახებ.

“ეს ისტორიული დღეა ისრაელში LGBTQ ადამიანების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა პრესკონფერენციაზე.

LGBTQ+ თემი ისრაელში მრავალი წელია ითხოვს სუროგაციის ნებართვას, რაც  ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის და მარტოხელა ქალებისთვის ხელმისაწვდომია.

ივლისში უზენაესმა სასამართლომ სექსუალური უმცირესობების უფლებების აქტივისტების შუამდგომლობით დაადგინა, რომ სუროგაციის აკრძალვა ერთნაირსქესიანი წყვილებისა და მარტოხელა მამაკაცების უფლებებს არღვევს და შეზღუდვა ექვსი თვის განმავლობაში უნდა მოიხსნას.