LIVE

ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $33 მილიარდით გაიზარდა

04 იან 202215:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 7756
ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $33 მილიარდით გაიზარდა
Bloomberg

ილონ მასკმა 2022 წელი ბრწყინვალედ დაიწყო.

Tesla-ს ცნობით, კომპანიამ მომხმარებელს მანქანების რეკორდული რაოდენობა მიაწოდა, რამაც აქციების ფასის ზრდას ხელი შეუწყო და სიმდიდრის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდღიანი ნახტომი განაპირობა.

მასკის ქონება ორშაბათს $33.8 მილიარდით გაიზარდა და Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $304.2 მილიარდს მიაღწია. ბეზოსი, რომელიც სიაში მეორეა, $196 მილიარდს ფლობს.

ორშაბათს, მეოთხე კვარტლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი 13.5%-ით გაიზარდა და აქციაზე $1,199.78 შეადგინა.

ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში კლების სერიის შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ გასულ თვეში $1 ტრილიონს გადააჭარბა.

კომპანიის აქციების ფასის კლება მასკის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც კომპანიაში მისი წილის 10%-ის გაყიდვას ეხებოდა. Tesla-ს დირექტორმა $10 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები უკვე გაყიდა. ნაბიჯი ნაღდი ფულის შეგროვებას ემსახურება, რომელიც მან გადასახადის სახით უნდა გადაიხადოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დონალდ მური