LIVE

დღეს საკულტო ტელეფონების, BlackBerry-ის ეპოქა სრულდება

04 იან 202212:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1078
დღეს საკულტო ტელეფონების, BlackBerry-ის ეპოქა სრულდება
Pau Barrena/Bloomberg

BlackBerry-ის მოწყობილობები ორიგინალური ოპერაციული სისტემით და სერვისებით 4 იანვრის შემდეგ აღარ იქნება მხარდაჭერილი. ეს ლეგენდარული მოწყობილობების ეპოქის დასასრულს ნიშნავს.

ნაბიჯი, რომელიც პირველად 2020 წელს გამოცხადდა, ფაქტობრივად კლავს ხაზს, რომელიც დღემდე პოპულარულია მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მისი საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო. BlackBerry-ზე მოთხოვნა მას შემდეგ შემცირდა, რაც iPhone-ისა და Android-ის უფრო მრავალფეროვანმა, დიდი დისპლეის მქონე, უკეთესი გრაფიკისა და აპლიკაციებით დატვირთულმა მობილურებმა ბაზარი დაიპყრეს.

კანადურმა კომპანიამ საკუთარი სმარტფონების წარმოება 2016 წელს შეწყვიტა და გადავიდა მხოლოდ პროგრამულ ბიზნესზე, ხოლო ბრენდისა და სერვისების ლიცენზია გადასცა TCL Communication Technology Holdings-ს, რომელიც განაგრძობდა მოწყობილობების წარმოებას გარიგების დასრულებამდე - 2020 წლამდე.

“მოწყობილობებს არ ექნებათ განახლებების მიღების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა აღარ იმუშავებს საიმედოდ, მათ შორის მონაცემთა, სატელეფონო ზარების, SMS და 9-1-1 ფუნქციებისთვის. შეზღუდული იქნება აპლიკაციების ფუნქციონირებაც”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი