LIVE

Daily Mail: დევიდ ბექჰემი მისი კომპანიის 55%-იან წილს ყიდის

02 იან 202214:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 779
Daily Mail: დევიდ ბექჰემი მისი კომპანიის 55%-იან წილს ყიდის
Getty Images

Daily Mail-ის ცნობით, დევიდ ბექჰემი, ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, მისი კომპანიის 55%-იან წილს Authentic Brands Group-ს დაახლოებით 200 მილიონ ფუნტად მიჰყიდის.

გარიგება Authentic-ს DB Ventures-ის გადამწყვეტი წილის მფლობელს გახდის. კომპანია ბექჰემის გარიგებებს მართავს Tudor-თან და Haig-ის ვისკის ბრენდთან. Authentic-ი, რომელსაც ფეხბურთელმა მისი კომპანიის უდიდესი წილი მიჰყიდა, Juicy Couture-ის მოდის ბრენდს ფლობს.

ანგარიშებმა გამოავლინა, რომ DB Ventures-ის წლიური მოგება 2019 წელს 11,5 მილიონ ფუნტამდე განახევრდა წინა წლის 23,2 მილიონი ფუნტიდან.

ბექჰემის Authentic Brands Group-თან გარიგება შეიძლება დაეხმაროს მის პოპულარობას აშშ-ში. ბიზნეს გარიგებამ ასევე შეიძლება გააძლიეროს მისი საფეხბურთო გუნდის, Inter Miami-ის რეპუტაცია, რომელიც მან 2020 წლის მარტში შექმნა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერინ მაკლემი