LIVE

GWP-ის მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი ესპანურმა „აქუალიამ“ იყიდა

31 დეკ 202115:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 473
GWP-ის მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი ესპანურმა „აქუალიამ“ იყიდა

GWP-ის მფლობელი კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელი ესპანური კომპანია ხდება. „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანია - Georgia Global Utilities-ში, რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს, სტრატეგიული ინვესტორი მოიზიდა. გარიგების ღირებულება 180$ მილიონია. 

კერძოდ, Georgia Global Utilities-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია „აქუალია“ (Aqualia) გახდა. ის არის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანია.

„აქუალია“ წყალმომარაგების სერვისების მართვით (შეგროვება, გაწმენდა, კანალიზაცია, ჩამდინარე წყლების დამუშავება და ხელახალი გამოყენება), უზრუნველყოფს 1100-ზე მეტ მუნიციპალიტეტს და 30 მილიონზე მეტ მოსახლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კოლუმბიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის და ინვესტორის შემოსვლის შესახებ. ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოს, „სემეკის“ მაღალი პროფესიონალიზმისა და ევროპული რეგულაციების დანერგვა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასეთი მაღალი რანგის, სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანის მხრივ საქართველოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ინვესტიციების მოზიდვა და საერთშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული დარგების განვითარებაზე. ვფიქრობთ კომპანია „აქუალიას“ შემოსვლა გააძლიერებს წყალმომარაგების სისტემას როგორც მომხმარებელის ასევე თანამშრომლის, და სხვა დაინტერესებული მხარეების სასარგებლოდ“,-  განაცხადა „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.