
მიმდინარე წელს საბაზრო ღირებულებით სამ უმსხვილეს ციფრულ მონეტას შორის, Binance Coin-მა, იგივე BNB-მ, მნიშვნელოვნად აჯობა მის ორ დიდ კონკურენტს, ბიტკოინსა და ეთერიუმს.
კრიპტო ბირჟის Binance-ის მიერ გამოშვებულმა მონეტამ 2021 წელს თითქმის 1,300%-იანი ზრდა დააფიქსირა. შედარებისთვის, ბაზრის ლიდერმა ბიტკოინმა წელს 65%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო ეთერიუმმა 408%-იანი. Coinmarketcap-ის მიხედვით, BNB-ის ფასი $525-ს შეადგენს, ბიტკოინის $47,525-ს, ხოლო ეთერიუმის $3,740-ს.
BNB ფართოდ გამოიყენება Binance-ზე, სავაჭრო მოცულობით მსოფლიოს ყველაზე დიდ კრიპტო ბირჟაზე. ის ასევე არის Binance Smart Chain-ის ვალუტა, რომელიც დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi) და სხვა აპლიკაციებში გამოსაყენებლად სმარტ კონტრაქტებს უჭერს მხარს. Arcane Research-ის თანახმად, BNB-ის ფასის ზრდას Binance Smart Chain-ის გაზრდილი პოპულარობაც დაეხმარა.
სხვა ალტერნატიულმა მონეტებმა, იგივე „ალტკოინებმა“ 2021 წელს ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს. "ალტკოინებმა" ისარგებლეს კრიპტო ეკოსისტემის გაფართოებითა და ინვესტორების გაზრდილი ინტერესით ციფრული აქტივების მიმართ. მაგალითისთვის, Solana-მ და Fantom-მა, რომლებიც ასევე უკავშირდებიან სმარტ კონტრაქტების ბლოკჩეინის პლატფორმებს, წელს Binance Coin-ის მოგებას გადააჭარბეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკაილა გარდნერი