LIVE

Spider-Man-ის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

27 დეკ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1024
Spider-Man-ის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა
Bloomberg

Spider-Man-ი $1 მილიარდიანი შემოსავლით 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.

სუპერგმირების ფრენჩაიზის უახლესი ნაწილის სანახავად კინოთეატრებში უამრავი ადამიანი მივიდა. Spider-Man: No Way Home-მა ბილეთების გაყიდვით შიდა ბაზარზე მეორე შაბათ-კვირას $81.5 მილიონი გამოიმუშავა. ფილმს, რომელზეც Sony-მ Walt Disney-ის Marvel Studios-სთან ერთად იმუშავა, ჰოლივუდის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი დებიუტი ჰქონდა Avengers: Endgame-ის შემდეგ.

როგორც ბევრ სხვა ბიზნესში, პანდემიამ კინოინდუსტრიაში არსებული ტრენდები მხოლოდ გააძლიერა. რამდენიმე დიდი გახსნა ახლა გაყიდული ბილეთების უდიდეს ნაწილს იკავებს, სანამ სხვა ფილმებს აუდიტორიის პოვნა უჭირთ.

No Way Home-ში სუპერგმირის მთავარ როლს ტომ ჰოლანდი, ხოლო მისი შეყვარებულის, MJ-ის როლს ზედნეია ასრულებს. ფილმში Spider-Man-ის სხვა სერიების მსახიობებიც მონაწილეობენ. სოციალურ მედიაში ფილმთან დაკავშირებულმა ხმაურმა თაყვანისმცემლები სახლებიდან გამოიყვანა და კინოთეატრებისკენ მიიზიდა, ერთადერთ ადგილას, სადაც No Way Home ხელმისაწვდომია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან ეკჰაუსი