LIVE

Spider-Man-მა $260 მილიონიანი დებიუტით პანდემიური რეკორდი მოხსნა

24 დეკ 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 782
Spider-Man-მა $260 მილიონიანი დებიუტით პანდემიური რეკორდი მოხსნა
Sony Pictures

Spider-Man-მა გახსნის შაბათ-კვირას პანდემიური პერიოდის რეკორდი მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ Covid-შემთხვევები იზრდება, Spider-Man-ის ფანებმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრები გადაავსეს.

Spider-Man: No Way Home-ის დებიუტმა აშშ-სა და კანადის კინოთეატრებში ბილეთების გაყიდვით $260 მილიონი გამოიმუშავა. Sony-ის და Walt Disney-ის Marvel-ის განყოფილების ფილმს ყველა დროის მეორე საუკეთესო დებიუტი ჰქონდა და Boxoffice Pro-ს პროგნოზს - $224 მილიონს გადააჭარბა.

ისტორიაში საუკეთესო გახსნის შაბათ-კვირა 2019 წელს Avengers: Endgame-ს ჰქონდა $357.1 მილიონის გაყიდვებით. თუმცა, No Way Home-ის გაყიდვები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა ფილმისგან განსხვავებით, რომელიც პანდემიის დროს გამოვიდა, No Way Home მხოლოდ კინოთეატრებში იყო ხელმისაწვდომი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბრაიან ეკჰაუსი და კრისტოფერ პალმერი