LIVE

მასკი: წელს გადასახადებში $11 მილიარდზე მეტს გადავიხდი

20 დეკ 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 949
მასკი: წელს გადასახადებში $11 მილიარდზე მეტს გადავიხდი
Samuel Corum/Bloomberg

ილონ მასკი Twitter-ზე აცხადებს, რომ ის წელს გადასახადების სახით $11 მილიარდზე მეტს გადაიხდის. ეს რაოდენობა აშშ-ს შემოსავლების სამსახურისთვის რეკორდული იქნება.

Bloomberg-ის გამოთვლით, მილიარდერს შესაძლოა 2021 წელს $10 მილიარდზე მეტის გადახდა მოუწიოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ყველა ოფციონს გამოიყენებს, რომელსაც ვადა შემდეგ წელს ეწურება.

უჩვეულოდ მაღალი გადასახადი მასკის მიერ 15 მილიონი ოფციონისა და მილიონობით აქციის გაყიდვას მოჰყვა. მან გასულ თვეში Twitter-ის აუდიტორიას ჰკითხა უნდა გაეყიდა თუ არა Tesla-ს აქციების 10%, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ ProPublica-ს ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მასკის მიერ გადახდილი გადასახადები მის სიმდიდრესთან შედარებით მცირეა. მასკი შეფასებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის SpaceX-დან და Tesla-დან ხელფასს არ იღებს და საფონდო ოფციონებზე ეფექტურ გადასახადს, 53%-ს იხდის.

მასკმა ამერიკელი სენატორის, ელიზაბეტ უორენის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ ის მიმდინარე წელს იმაზე მეტ გადასახადებს გადაიხდის, ვიდრე რომელიმე ამერიკელს გადაუხდია ისტორიაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატრინა ნიკოლასი