
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი მიიღებს dogecoin-ს, როგორც გადახდის საშუალებას გარკვეული პროდუქტებისთვის.
“Tesla დაამზადებს საქონელს, რომლის ყიდვაც შესაძლებელია Doge-ით და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები”,- დაწერა მასკმა Twitter-ზე.
ილონ მასკი Dogecoin-ის აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტვიტმა მისი პოპულარობა გაზარდა. ახალი ამბების შემდეგ Dogecoin-ის ფასი 33%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩარლზ კაპელი და ელიზაბეტ ბერმანი