
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა TIME-მა 2021 "წლის ადამიანად" ილონ მასკი დაასახელა.
"ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელმაც მასკზე დიდი გავლენა მოახდინა დედამიწაზე და შესაძლოა მის ფარგლებს გარეთ არსებულ სიცოცხლეზეც",- წერს TIME.
Elon Musk (@elonmusk) is TIME's 2021 Person of the Year #TIMEPOY https://t.co/8Y5BhIldNs pic.twitter.com/B6h6rndjIh
2021 წელს მასკი არა მხოლოდ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა, მან Tesla $1 ტრილიონიან კომპანიად აქცია.
TIME 1927 წლიდან ავლენს "წლის ადამიანს", რომელიც შეიძლება იყო პიროვნება ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც მსოფლიო მოვლენებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს.