LIVE

ბუსტერი ომიკრონისგან 70%-დან 75%-მდე დაცვას უზრუნველყოფს - კვლევა

11 დეკ 202111:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1377
ბუსტერი ომიკრონისგან 70%-დან 75%-მდე დაცვას უზრუნველყოფს - კვლევა
guteksk7/ Shutterstock

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის წინასწარი მონაცემების თანახმად, Covid ვაქცინის გამაძლიერებლები ომიკრონის ვარიანტისგან დაცვას 75%-მდე ზრდიან.  

თავდაპირველმა კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca-ს და Pfizer-ის ორი დოზა უზრუნველყოფდა ბევრად უფრო დაბალ დაცვას ომიკრონის წინააღმდეგ, ვიდრე დელტა შტამის წინააღმდეგ. ბუსტერმა ინექციის მიღების პირველ დღეებში დაცვა 70%-დან 75%-მდე გაზარდა.

კვლევის წინასწარი შედეგები მაშინ გამოქვეყნდა, როცა გაერთიანებული სამეფო ცდილობს დააჩქაროს ვაქცინაციის კამპანია უაღრესად მუტაციური ვარიანტის ფონზე. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ომიკრონის შტამი დელტაზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ომიკრონი დომინანტური ვარიანტი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გახდება.

ომიკრონთან დაკავშირებით ვაქცინის ეფექტურობის სხვა ადრეული კვლევები არაერთგვაროვან სურათს იძლევა. Pfizer/BioNTech-ის პირველადი ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ომიკრონის გასანეიტრალებლად შესაძლოა მესამე დოზა იყოს საჭირო.

სამხრეთ აფრიკის მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ვაქცინით წარმოებული ანტისხეულების დაცვის დონის დაქვეითება ახალი შტამისგან, თუმცა, მათი მტკიცებით, T-უჯრედებს მაინც შეუძლიათ იმუნური დაცვის უზრუნველყოფა მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

დიდი ბრიტანეთი გამაძლიერებელი დოზებისთვის ძირითადად Pfizer-ს იყენებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიმს პეიტონი და სუზი რინგი