LIVE

AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებთან სხვა ვაქცინის შერევა ეფექტურია - კვლევა

07 დეკ 202114:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 929
AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებთან სხვა ვაქცინის შერევა ეფექტურია - კვლევა

AstraZeneca-სა ან Pfizer-ის ვაქცინებთან სხვა ვაქცინების შერევა Covid-19-ისგან სულ მცირე, ისეთივე ეფექტურ დაცვას გვთავაზობს, როგორსაც ერთი და იგივე ვაქცინის ორი დოზით აცრა,- ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის დასკვნა.

კვლევა, რომელშიც 50+ ასაკის 1000 მოხალისე მონაწილეობდა, სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გუშინ გამოქვეყნდა. მათი ნაწილი AstraZeneca-ს ან Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან 9 კვირის შემდეგ, Moderna-ს ან Novavax-ის ვაქცინებით აცრეს. 

დაკვირვებამ აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზით აცრის შემდეგ, როგორც Moderna-მ, ასევე, Novavax-მა ისევ AstraZeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზით აცრასთან შედარებით, უკეთესი დაცვა აჩვენა, ხოლო ერთი დოზა Pfizer-ით ვაქცინირებულებში, სტანდარტულ სქემასთან შედარებით, უკეთესი შედეგი მხოლოდ Moderna-ს მეორე დოზამ უზრუნველყო. 

Astrazeneca-სა და Novavax-ის ვაქცინების შერევამ ანტისხეულების დონე ოთხჯერ გაზარდა. Moderna-თან და Pfizer-თან შედარებით, ეს პრეპარატები კიდევ უფრო ადვილი შესანახიცაა. 

კვლევის მიხედვით, Pfizer-Novavax-ის მიქსი აღმოჩნდა ერთადერთი კომბინაცია, რომელმაც Pfizer-ის ორ დოზასთან შედარებით უკეთესი დაცვა ვერ უზრუნველყო. თუმცა, მიღებული ანტისხეულების დონე მაინც სცდება ვირუსის დაცვისთვის საჭირო მინიმალურ ზღვარს. 

კვლევამ გაამყარა მოსაზრება, რომ ვაქცინების კომბინაცია უსაფრთხო და ეფექტურია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებსაც ვაქცინების მარაგების მართვისა და დეფიციტის პრობლემა აქვთ.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირინა ანგელი